სალომე ზურაბიშვილმა 101 701 ლარის შემოწირულება მიიღო

საქართველო, თბილისი - 11:25 | 14.09.2018
ნანახია: 930

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის 23 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით 102 000 ლარამდე ფულადი შემოწირულება აქვს მიღებული. 

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 ათასი ლარი შესწირა.

სალომე ზურაბიშვილს ყველაზე დიდი შემოწირულება - 50 000 ლარი, 11 სექტემბერს, ფიზიკური პირისგან, ვახტანგ ლაღიძისგან აქვს მიღებული.

ამავე პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 7 320 ლარის არაფულადი შემოწირულება აქვს მიღებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე