თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 14.09.2018
ნანახია: 878

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა უკვე შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება. 

უწყების ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ. მეტრი ფართობი. 

მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე