myvideo.ge-მ რუსთავი 2, იმედი, მარაო, კომედი არხი, მაესტრო და GDS გათიშა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 12.09.2018
ნანახია: 1324

myvideo.ge-მ დღეს, რუსთავი 2-სა და იმედის ექვსივე არხის რეტრანსილირება შეწყვიტა.

myvideo.ge-მ გათიშა რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი, იმედი, მაესტრო და GDS.

სატელევიზიო არხები myvideo.ge-სგან პროგრამების რეტრანსილირების სანაცვლოდ ანაზღაურებას ითხოვდნენ.

როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, myvideo.ge-მ კონტენტისთვის გადახდაზე უარი განაცხადა.

"მეგობრებო, საიტმა myvideo.ge, ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის სანაცვლოდ, გადაეხადა ჩვენი კონტენტისთვის, ამოიღო რ2 არხების ნუსხიდან.

გვიყურეთ ჩვენს საიტზე ან adjara.net. ჯერჯერობით ხარისხი დაბალია, მაგრამ მალე გავაუმჯობესებთ. გამავრცელებლებს უფასოდ კონტენტს ვეღარ მივაწვდით. ეს ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა", - წერს გვარამია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე