"საქართველოს ბანკი" სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს
საქართველო, თბილისი - 10:58 | 07.09.2018 ნანახია: 1244
"საქართველოს ბანკმა" სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის შესახებ განაცხადა. გათამაშების ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მომხმარებლის წახალისება და ყოველთვიურად მათთვის 5 000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000 ლარის მოგების შესაძლებლობის მიცემა.
გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი, 2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ გათამაშების ერთი ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით. კონკრეტულად კი: 2018 წლის 10 ოქტომბერს, 12 ნოემბერსა და 10 დეკემბერს, ასევე, 2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება 6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000; 2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი. სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება 100 000 ლარი. გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით.
ყოველი გათამაშების შემდეგ კომისია შესაბამისი ოქმით დაადასტურებს გამარჯვებული ბილეთებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციას. მოგებათა ოფიციალური ცხრილი კი გამოქვეყნდება საქართველოს ბანკის ვებგვერდზე www.bankofgeogria.ge და გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ პრომო გვერდზე www.xelpasi.ge. მოგებული თანხა გამარჯვებულს საქართველოს ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხება.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















