შეკითხვები გვექნება იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა - სერგი კაპანაძე
საქართველო, თბილისი - 11:24 | 23.07.2018 ნანახია: 821
ჩვენ მათთან [პროკურატურის მაღალჩინოსნებთან] გვექნება კითხვები უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა და გავლენა მოეხდინა გამოძიების მიმდინარეობაზე, - ამის შესახებ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კითხვები ასევე შეეხება სათანადოდ თუ არასათანადოდ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და პროკურატურის როლზე ამ ყველაფერში.
„ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრა თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ თბილისის პროკურატურას მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება. ჩვენ მათთან გვექნება კითხვები უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა და გავლენა მოეხდინა გამოძიების მიმდინარეობაზე, ასევე, სათანადოდ თუ არასათანადოდ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და პროკურატურის როლზე ამ ყველაფერში. სავარაუდოდ, დღეს პროკურატურის ყველა წარმომადგენლის გამოკითხვას ვერ მოვასწრებთ და უახლოეს დღეებში გავაგრძელებთ მათთან გასაუბრებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს გიორგი გაბოძეს და სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს მიხეილ შაყულაშვილს უსმენს.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
- რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















