გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს - აკაკი ზოიძე
საქართველო, თბილისი - 11:58 | 16.07.2018 ნანახია: 1765
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მინდელის შახტში მომხდართან შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, ან რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მისივე თმქმით, არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს.
ზოიძის განცხადებით, ორი თვის წინ ექვსი ადამიანის დაღუპვაზე ვსაუბრობდით, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, რაც უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მოვიღოთ.
მისივე ინფორმაციით, საკითხზე მთავრობასთან და მფლობელებთან ერთად კონსულტაციები გაიმართება.
„გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ამ შემთხვევაში რა მიზეზი იყო, მაგრამ კანონი მივიღეთ, შესაბამისი ინსპექცია მუშაობს. ამ შახტისთვის უზარმაზარი სამუშაოები იქნა ჩატარებული და დადებულია უსაფრთხოების ზომების გამაუმჯობესებელი ღონისძიებების მთელი პაკეტი. უსაფრთხოების ზომების მიღება ხდებოდა და ყველაფრის გამოსწორება რამდენად მოასწრეს, ასევე რა დარღვევები იყო აღმოჩენილი, ესეც ალბათ გამოძიების თემა იქნება. მინდელის შახტზე სამუშაოები ჩატარებული იყო და დასკვნა დადებულია, თუ რა უნდა გამოსწორდეს. შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს, რათა ამას დამსაქმებლისთვის პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. კერძოდ, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ თავისუფლების რისკი უნდა იყოს, თუნდაც წვრილმანი საკითხების უგულვებელყოფა, რაც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, – განაცხადა ზოიძემ.
ის მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა და 6 დაშავდა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















