რეისი ქუთაისი-დორტმუნდი 12:00 საათზე შესრულდება

საქართველო, თბილისი - 11:06 | 02.07.2018
ნანახია: 856

ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი დღეს, 12:00 საათზე შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს. მგზავრებს ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა.

ტექნიკური პრობლემების გამო, ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის რეისი არ შესრულდა. ფრენა დილის 06:00 საათზე იყო დაგეგმილი.

მგზავრების ინფორმაციით, ისინი უკვე საკუთარ ადგილებზე ისხდნენ, თვითმფრინავი დაძრული იყო და ასაფრენად ემზადებოდა, რა დროსაც დაკვამლიანება შენიშნეს. მათივე თქმით, ადგილზე სახანძრო მანქანებიც გამოჩნდა, ხოლო მგზავრებს თვითმფრინავი დაატოვებინეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე