თბილისში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 16:16 | 27.06.2018
ნანახია: 868

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტობუსის ძრავს მოეკიდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ერთი ჯგუფი მუშაობდა და ​ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამგზავრო ავტობუსის ძრავი და ნაწილობრივ, სალონი დაიწვა.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე