ხორავას ქუჩაზე ყველას ჰქონდა იარაღი, ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც დაჭრილიყო - სარალიძე
საქართველო, თბილისი - 11:31 | 22.06.2018 ნანახია: 1720
მკვლელობის პირველივე დღეს, ბავშვებმა პირდაპირ დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომელთაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს თუ რა იარაღიც აღმართეს, ესენია გ.ჯ, მ.კ და მღვდლის შვილი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პიროვნებების შესახებ ინფორმაცია კონფლიქტში მონაწილე ბავშვებმა მიაწოდეს. მისი ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის ტუალეტიდან დაიწყო. ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რაც ამ ინციდენტთან დაკავშირებით მას კონფლიქტში მონაწილე ბავშვებმა უთხრეს.
„ინციდენტი დაიწყო სკოლის ტუალეტიდან. როგორც ვიცი, ჩემი შვილის მეგობრებმა შეაშინეს თუ რა უქნეს, არავინ ვიცით სრული ისტორია, არც ერთი მხარე არ ყვება სრულ ისტორიას, არც ის მეცხრეკლასელი ბავშვები და არც ჩემი შვილის მეგობრები. ზოგადად, ისტორია ის არის, რომ პისტოლეტით შეაშინეს, იუკადრისა მეორე მხარემ, რომელმაც დასახმარებლად დაუძახა დეიდაშვილს, იმან თავის მეგობრებს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ აქ რა კითხვაც დამებადა და რასაც პასუხი ვერ გავეცი, არის ის, რომ როცა ა.ს-მ დაურეკა მ.კ-ს, არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა მას, რის საფუძველზე უნდა მოსულიყო მ.კ და მისი მეგობრები, თუნდაც რა უძღოდა წინ ამ საქმეს, არავინ არ იცის, ამაზე არავინ ლაპარაკობს.
ვფიქრობ, ა.ს-ს ძალიან არარეალური ინფორმაცია აქვს მიწოდებული მ.კ-სთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, ხორავას ქუჩაზე ყველა მოსულს ჰქონდა იარაღი მაშინ როცა, პატარა ბავშვები არ დადიან იარაღით გარჩევაზე, მითუმეტეს სკოლის პერიოდში. ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც უნდა დაჭრილიყო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, კონფლიქტის რაღაც ეტაპზე მხარეების შერიგებაზეც იყო საუბარი, რა დროსაც, მის შვილსა და გ.ჯ-ს შორის ვითარება დაიძაბა.
„ზოგი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. რატომ შეაგინა, ვიცი, ამასაც ვიტყვი. გ.ჯ-მ ხელი აუქნია დათოს, არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით აუქნია და მოხვდა რასაც, ალბათ, იუკადრისებდა. პატარა ბავშვებს ხომ არ გააჩნიათ უკან დახევის უნარი. რატომ აუქნია ხელი და რა მოხდა, ამას არავინ ამბობს, ფაქტია, დაიძაბა სიტუაცია ჩემს შვილსა და გ.ჯ- ს შორის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძის თქმით, ის მკვლელობის დღეს ესაუბრა თავის შვილის ორ მეგობარს დ.ნ-სადა დ.ღ-ს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
„ვიცოდი, რომ ეს ბავშვები რაღაცას იტყუებოდნენ, მკვლელობის ნაწილში საერთოდ არეულები იყვნენ და არაფერს ლაპარაკობდნენ. ფაქტია, მკვლელობის ნაწილს მალავდნენ თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















