პროგრამული ხარვეზის გამო, 112-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია

საქართველო, თბილისი - 13:43 | 12.06.2018
ნანახია: 935

პროგრამული ხარვეზის გამო, 112-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

112-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ 112-ის „ფეისბუქის“ გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით“, – აცხადებენ შსს-ში


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე