არასდროს გვინახვს, რომ დათოს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ან ვინმე დაეჩაგრა - 51-ე სკოლის დირექტორი
საქართველო, თბილისი - 15:38 | 08.06.2018 ნანახია: 2364
ამხელა სკოლაში ვერ მოძებნით ვერც მასწავლებელს და ვერც მოსწავლეს, რომელიც გეტყვით, რომ დათო მას ჩაგრავდა, ან მისგან ბულინგის მსხვერპლი იყო, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ 51-ე სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ.
დღეს, ჟურნალისტებთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, დათო სარალიძე ბავშვებს ჩაგრავდა. მან ამასთან დაკავშირებით, 51-ე სკოლას პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
დირექტორი წუხს, რომ მსგავსი ტრაგედიის შემდეგ, ასეთ საკითხზე უწევს კომენტარის გაკეთება. როგორც ის აცხადებს, მოკლული დათო სარალიძე ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, თავაზიანი და მეგობრული ბავშვი იყო. ის ვერ იხსენებს ვერცერთ შემთხვევას, როცა მოკულ მოზარდს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა.
„დათო იყო ძალიან საყვარელი, კეთილი, თავაზიანი, მეგობრული პოზიტიური, ყველა კეთილი საქმის წამომწყები. იმდენად მხიარული ბავშვი იყო, დერეფანში რეპავდა, ბიჭი პოზიტივი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სპორტული შეჯიბრი, რაც კი სკოლაში ყოფილა, დათოს თაოსნობით ყოფილა. ჩვენ ჩავატარეთ 12 სახეობაში ოლიმპიადა და დათო ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ბავშვებს კრებდა. ამხელა სკოლაში ვერ მოძებნით ვერც მასწავლებელს და ვერც მოსწავლეს, რომელიც გეტყვით, რომ დათო მას ჩაგრავდა, ან მისგან ბულინგის მსხვერპლი იყო. უფროსების ამ განცხადებას, არ ვიცი რა შეფასება უნდა მივცე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამაზე განცხადების და კომენტარის გაკეთება მიწევს.
ჩვენ არასდროს გვინახვს, რომ დათოს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ან ვინმე დაეჩაგრა. დაეჩაგრა კი არა, მისგან ერთჯერადი კონფლიქტიც კი არ მახსენდება და არც არავის ახსენდება სკოლაში. ვის სჭირდება ეს განცხადებები არ ვიცი, იქნებ იმას ჰკითხოთ, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს?“, - დასძენს თურქაძე.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















