საქართველო ერთ -ერთი სამაგალითო ქვეყანაა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით -ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი
საქართველო, თბილისი - 14:49 | 05.06.2018 ნანახია: 1036
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, სტავროს ლამბრინიდისს შორის ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომლის რეკომენდაციაა პენიტენციური რეფორმის ექსპორტზე გატანა, დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია რეფორმის შესახებ.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით.
„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული და ინფორმაციული,მე ახლახანს დავბრუნდი თბილისიდან და საქართველო ერთ -ერთი სამაგალითო ქვეყანაა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით.შესაძლებელია სწორედ ამიტომ, ის იყოს მუზა და სხვა ქვენებებისთვის წარმატების მაგალითი“, - განაცხადა ლამბრიდინისმა.
მისივე თქმით, საქართველოს მონაწილეობა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივაში მნიშვნელოვანია, რადგან ეს სხვა ქვეყნებსაც მისცემს შესაძლებლობას ისწავლონ საქართველოს მაგალითზე და განახორციელონ წარმატებული რეფორმები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გამოაქვეყნებულ რეპორტში, ერთ- ერთ მთავარ მიღწევად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმა მიიჩნევა.
„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ბატონ სტავროს ლამბრიდინისთან, მან რეკომანდაციით მოგვამრთა, პენიტენციური რეფორმის, როგორც ერთ- ერთი წარმატებული რეფორმის გაეროს გენერალური ასამბლეის 73 -ე სესიის დებატების ფარგლებში გატანის თაობაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება განხორციელდეს მოკლე დროში წარმატებული რეფორმა“ -განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეხვდრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც არის პენიტენციურ სისტემაში.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















