მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ, არც ბოდიშს ვთხოვ, არ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა - ნინო ლომჯარია
საქართველო, თბილისი - 12:06 | 05.06.2018 ნანახია: 1042
ლაჩარი კაცების, ვინც ქალს საჯაროდ თუ ფეისბუქზე აგინებს და ერთმანეთს აქეზებს, რომ ხელი გაარტყას, მე არ მეშინია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 3 ივნისს, ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტს.
როგორც ლომჯარია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ის მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გაიმეტებს და მათგან ბოდიშს არც ითხოვს.
"ლაჩარი კაცების, ვინც ქალს საჯაროდ თუ "ფეისბუქზე" აგინებს და ერთმანეთს აქეზებს, რომ ხელი გაარტყას, მე არ მეშინია. მათ ვეტყოდი, რომ მათი პატიმრობის სურვილი და არც მოთხოვნა მე არ მაქვს, მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ. არც ბოდიშს ვთხოვ, არ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა. დანარჩენი შსს-მ გადაწყვიტოს... მადლობა ყველას, ამ დღეებში გამხნევებისა და თანადგომისთბის!", - წერს ომბუდსმენი.
შეგახსენებთ, ინციდენტი 3 ივნისს, ვაკის პარკში მოხდა. ვაკის პარკში გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა ნინო ლომჯარიაც. მას შემდეგ, რაც სარალიძემ აქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამაში ნინო ლომჯარია დაადანაშაულა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. მოგვიანებით, ტერიტორია ზაზა სარალიძემ და ნინო ლომჯარიამ დატოვეს.
იმავე საღამოს ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა. მეორე დღეს, ამავე ბრალდებით შსს-მ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
- რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















