მაშველებმა მტკვრიდან 16 წლის გოგონა ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:45 | 17.05.2018
ნანახია: 1092

თბილისში, მტვკრის მარჯვენა სანაპიროზე მაშველებმა დინების მიერ გატაცებული გოგო გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შესული შეტყობინებისთანავე სამაშველო ჯგუფი ადგილზე გავიდა.

მათივე ცნობით, სამაშველო განყოფილების მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს 16 წლის გოგო. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. 

გოგონას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე