დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
საქართველო, თბილისი - 09:48 | 17.05.2018 ნანახია: 1159დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში.
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
დღის აღნიშვნას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ერთწლიანი კამპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა. 24 000-მა ადამიანმა და ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ორგანიზაცია (ILGA), გეებისა და ლესბოსელების უფლებების საერთაშორისო კომისია (IGLHRC), ლგბტ ებრაელების მსოფლიო კონგრესი და აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია, ხელი მოაწერეს „აიდაჰოს ინიციატივის“ მხარდამჭერ მიმართვას. ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის პირველად მსგავსი ღონისძიება კონგოს, ჩინეთისა და ბულგარეთის ისტორიაში.
2009 წელს, კამპანიის სახელს დაემატა ტრანსფობია და ამ წლის აქტივობები ძირითადად ტრანსფობიის (ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია და ძალადობა მათ მიმართ) ირგვლივ ფოკუსირდა. ამავე წელს, შემუშავდა ახალი პეტიცია, რომელსაც მსოფლიოს 75 ქვეყნის მასშტაბით 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. მხარდამჭერებს შორის ასევე იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები (ელფრიდე იელინეკი, ფრანსუაზა ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე). 2009 წლის 17 მაისის გამთენიისას, საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ტრანსგენდერული საკითხები ოფიციალურად ამოიღო მენტალურ დაავადებათა სიიდან.
საფრანგეთში ამ დღის აღნიშვნის ხელმძღვანელი იყო ლუის-ჟორჟ ტინი, რომელიც 2013 წლის სექტემბრამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ ის ჩაანაცვლა საერთაშორისოდ ცნობილმა ვენესუელელმა ტრანს-უფლებების აქტივისტმა, ადვოკატმა და პროფესორმა ტამარა ადრიანმა.
2013 წლის 18 მაისს, საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა; ეს გადაწყვეტილება წინა დღეს, 17 მაისს გახდა ცნობილი.
2015 წელს კამპანიის სახელს დაემატა ბიფობია.
17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ლგბტ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროცესში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გზით.
17 მაისის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია ისეთი მოვლენის შექმნა, რომელიც გლობალურ დონეზე იქნება დანახული სპეციფიკური ტიპის ქმედებებთან შესაბამისობის საჭიროების გარეშე.
ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში, ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 2013 წელს, ის აღნიშნეს მსოფლიოს იმ 76 ქვეყნიდან 32-ში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება კრიმინალიზებულია.
ღონისძიებები მოიცავს ქუჩის ფართომასშტაბიან მარშებს, პარადებსა და ფესტივალებს. მაგალითად, კუბაში, ბოლო 3 წლის მანძილზე, ქუჩის უზარმაზარ პარადს მოქმედი პრეზიდენტის, რაულ კასტროს ქალიშვილი მარიელა კასტრო უძღვება. 2013 წელს, ჩილეში, დღის აღსანიშნავად, სანტიაგოს ქუჩებში 50 000 ადამიანი გამოვიდა.
2013 წლის 17 მაისს, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.
2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.
ასევე მსგავსია ხელოვნებასა და კულტურაზე ორიენტირებული ღონისძიებები. მაგალითად, 2013 წელს ბანგლადეშელმა აქტივისტებმა ორგანიზება ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალი „გიყვარდეს მუსიკა, გძულდეს ჰომოფობია“. 2012-2013 წლებში ალბანელმა ლგბტ აქტივისტებმა ტირანის ქუჩებში 17 მაისისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მოტო-გასეირნება მოაწყვეს.
2003 წელს, კანადურმა ორგანიზაცია Fondation Émergence-მა შემოიღო მსგავსი ღონისძიება — ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული დღე, რომელიც 1 ივნისს აღინიშნა. 2006 წელს მათ ეს თარიღი 17 მაისს გადაიტანეს და საერთაშორისო მოძრაობას შეუერთდნენ.
2010 წელს, ბრაზილიის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ლულამ ხელი მოაწერა აქტს, რომლითაც 17 მაისი ბრაზილიაში ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული დღედ გამოაცხადა.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















