ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებიდან 139 წელი გავიდა
საქართველო, თბილისი - 10:25 | 15.05.2018 ნანახია: 5682
139 წლის წინ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსდა. კულტურულ-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მოწინავე ქართველმა მოღვაწეებმა 1879 წლის 15 მაისს დაარსეს.
ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ქართველ საზოგადოებაში გაძლიერდა აზრი გლეხობაში სწავლა-განათლების დედა-ენაზე შეტანისა და ამ მიზნით, წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებისა. საზოგადოების შექმნის იდეა ჩაისახა ვიწრო წრეში, ეს აზრი განსაკუთრებით მომწიფდა იოსებ მამაცაშვილის ოჯახში, სადაც იკრიბებოდნენ მოწინავე ქართველები: იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, დიმიტრი მუსხელიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, გეგე მაღალაშვილი, ვახტანგ თულაშვილი, ანტონ ფურცელაძე და სხვანი. ამ ჯგუფს 1870 წლიდან შეემატნენ ნიკო ცხვედაძე და გიორგი იოსელიანი.
აღნიშნულმა წრემ მალევე გადადგა პრაქტიკული ნაბიჯი და ხოვლეში მარიამ იოსების ასულ ჯავახიშვილის სახელზე გახსნა სოფლის სკოლა, სადაც სამი წლის განმავლობაში სწავლება ქართულ ენაზე უნდა წარმოებულიყო, ხოლო მეოთხე წლიდან რუსულ ენაზე გადადიოდნენ. იაკობ გოგებაშვილის აზრით, რაკი სწავლების მეოთხე წელიც ქართულ ენაზე არ წარმოებდა, სკოლას ფრთები შეეკვეცა და „ვერ იბარტყა”. ამის გამო წრემ გადაწყვიტა უფრო დიდი საზოგადოების დაარსება და წესდების ნიმუშის შოვნა დაავალა ვახტანგ თულაშვილს. თულაშვილმა რაღაც მიზეზების გამო რუსეთიდან დაგვიანებით მიიღო წესდება, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ დიმიტრი ყიფიანთან მიიტანეს გადასამუშავებლად, თუმცა გოგებაშვილი ავადმყოფობის გამო მალევე გამოეთიშა მუშაობის პროცესს.
1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე წაიკითხეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში დაევალათ დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს. 1879 წლის 31 მარტის წესდებით საზოგადოება 1907 წლის მარტამდე მოქმედებდა.
საზოგადოების პირველი (დამფუძნებელი) სხდომა 1879 წლის 15 მაისს. საზოგადოებისა და გამგეობის პირველ თავმჯდონარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძე, წევრებად ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. 1882-1885 წლებში თავმჯდომარე იყო ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი. 1885–1907 წლებში საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე. მისი თავმჯდომარეობით ახლად არჩეული გამგეობის წევრები იყვნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსი მირიანაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ვასილ ყიფიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ა. ჩოლოყაშვილი, ანტონ ფურცელაძე და ალექსანდრე ჭყონია. საზოგადოების მდივნებად ამ პერიოდში მუშაობდნენ იონა მეუნარგია, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი.
საზოგადოების სასარგებლოდ თბილისში, სხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში იმართებოდა სხვადასხვა ხასიათის საქველმოქმედო საღამოები, წარმოდგენები, ლატარიები და სხვა ღონისძიებები. ბევრი ქართველი მწერალი თავის თხზულებათა გამოცემას სწირავდა საზოგადოებას. ცნობილმა მეცენატებმა ძმებმა ზუბალაშვილებმა და დავით სარაჯიშვილმა დიდძალი თანხა შეიტანეს საზოგადოების სალაროში. თბილისის საადგილმამულო ბანკმა (რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე) 11 ათასი მანეთი ჩარიცხა საზოგადოების ფონდში; ასეთივე თანხა გაიღო ქუთაისის ბანკმა, რომლიდანაც 8 ათასი მანეთი გადაინახეს ქუთაისში ქართული სათავადაზნაურო სკოლის გასამართავად.
საზოგადოებამ იარსება 1923 წლამდე.
საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების, აგრეთვე, ქართველ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეს. სწორედ ამ საზოგადოების მიერ XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისსა და ქუთაისში დაფუძნდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიები, რომლებშიც სწავლება მიმდინარეობდა ქართულ ენაზე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილ წარმომადგენელთა იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, იოსებ ოცხელის, ივანე გომელაურის, ლუარსაბ ბოცვაძის და სხვათა ღვაწლი.
ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის დახვეწის მიზნით ჩაატარეს ქართული დამწერლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა - ქართული ანბანიდან ამოაგდეს 5 მოძველებული, არქაული ასო-ნიშანი, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უმდიდრესი ბიბლიოთეკა ამჟამად დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















