"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერების გადაწყვეტილებით აქციები შაბათამდე შეწყდება

საქართველო, თბილისი - 01:06 | 14.05.2018
ნანახია: 1026

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერების გადაწყვეტილები აქციები შაბათამდე შეწყდება. ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში ორგანიზატორები იმუშავებენ შს მინისტრის გაცემულ დაპირებებზე და თუ კი ისინი არ შესრულდება, მაშინ აქციები განახლდება.

„თუ არ შესრულდება დანაპირები გავაგრძელებთ პროტესტს. ერთ კვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ, შაბათი იქნება გადამწყვეტი. ვაანონსებთ უფრო ორგანიზებულ და დიდ აქცია,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ის აქციის მონაწილეებს დაემშვიდობა შაბათამდე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე