აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე კარვები გაშალეს

საქართველო, თბილისი - 23:28 | 12.05.2018
ნანახია: 1147

 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტებმა და აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისგან განცხადების გაკეთებას და მანამ არ დაიშლებიან სანამ ადეკვატურ პასუხს არ მიიღებენ ხელისუფლებისგან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქცია გვიან ღამით ჩატარებულ სპეცოპრაცაიას უკავშირდება, რომელიც კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის მხარდასაჭერად ქუთაისიდან და ბათუმიდანად მიემართებიან მოქალაქეები.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე