აქციის მონაწილეები კარვების გაშლას აპირებენ

საქართველო, თბილისი - 20:41 | 12.05.2018
ნანახია: 1037

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას აპირებენ. აღნიშნული ინფორმაცია აქციის მსვლელობისას “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა დავით სუბელიანმა გააჟღერა.

„იქნება პროცესები, სადაც ჩვენ კუთხეში უნდა მივიყვანოთ ხელისუფლება. უკვე არსებული კრიზისი კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ და მივაღებინოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, კარვებს მოვიტანთ მალე”, – განაცხადა დავით სუბელიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე