ბათუმის რკინიგზის სადგურში ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 08.05.2018
ნანახია: 1396

წუხელ ბათუმის რკინიგზის სადგურში, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დააზიანეს. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული, რკინიგზის სადგურში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა.

„გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. შტადლერის ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30 საათზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე