სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირში შესაძლოა 2025 წელს გაწევრიანდნენ

საქართველო, თბილისი - 15:17 | 03.05.2018
ნანახია: 866

სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირში 2025 წელს გაწევრიანდებიან. ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ 2025 წელს სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირის წვრები გახდებიან“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ევროკავშირმა ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ალბანეთს, მაკედონიას, სერბეთსა და მონტენეგროს. 2016 წლის თებერვალში ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი შეიტანა ბოსნია და ჰერცოგოვინამ. კოსოვო, რომელიც ევროკავშირის 28 წევრიდან 23-ს აქვს აღიარებული, ასევე ორგანიზაციის წევრობისთვის იბრძვის.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე