ბრიტანეთის გენერალური საკონსულო რუსეთში მუშაობას ასრულებს

საქართველო, თბილისი - 13:58 | 17.03.2018
ნანახია: 1324

ლონდონს მიეცემა დრო, რათა დაასრულოს სანკტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს მუშაობა. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე ნათქვამია, რომ „სანკტ-პეტერბურგში დიდი ბრიტანეთის გენერალური საკონსულოს დახურვის ვადები განისაზღვრება  საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში და ბრიტანულ მხარეს მიეცემა საჭირო დრო, რათა დაასრულოს მუშაობა დაწესებულებაში“.

სანკტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულომ თავისი მუშაობა 1992 წელს დაიწყო და ჩართული იყო ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ურთიერთობების განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვმა ლონდონს უპასუხა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბრიტანეთის საელჩოს 23 დიპლომატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე