ბორჯომის ცენტრში სპეცრაზმია მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 11:48 | 01.03.2018
ნანახია: 1439

ბორჯომში, ქალაქის ცენტრში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული, ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2'' ავრცელებს.

უცნობია თუ რას უკავშირდება რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის მობილიზება. 

ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ ბორჯომში, სპეცრაზმი, საკრებულოში მიმდინარე პროცესების გამო შეიყვანეს.

გვიან ღამით კი ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს. 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე