მოსახლეობის საყურადღებოდ: არ შეიძინოთ დაუფასოებელი, არაეტიკეტირებული სუნელ-სანელებლები
საქართველო, თბილისი - 14:08 | 16.02.2018 ნანახია: 1341
მოსახლეობის საყურადღებოდ: არ შეიძინოთდაუფასოებელი, არაეტიკეტირებული სუნელ-სანელებლები! საქართველოსკანონმდებლობით აკრძალულიადაუფასოებელი სუნელების რეალიზაცია!
Eco-LIFE Consulting-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საშიში სუნელ-სანელებლების თემა დღემდე აქტუალობას არ კარგავს. მიუხედვად იმისა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებით 9 თებერვლიდან დაუფასოებელი და არაეტიკეტირებული სუნელების გაყიდვა აიკრძალა, იგი დღემდე გვხვდება არა მარტო გარევაჭრობის ადგილებში, არამედ დიდ სუპერმარკეტებშიც. სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის ამ ცვლილების შესახებ. მოვუწოდებთ მომხმარებლებს, არ შეიძინონ დაუფასოებელი, ე.წ. „წონის სუნელები“, რომლებსაც არ გააჩიანთ ეტიკეტი. გაითვალისწინეთ, ახალი დადგენილებით, დაუფასოებელი და არაეტიკეტირებული სუნელები ექვემდებარება ქსელიდან ამოღებას და განადგურებას!
მომხმარებლების საყურადღებოდ:
9 თებერვლიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის #73-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც სუნელ-სანელებლების წარმოება-გადამუშავებისა და რეალიზაციის პირობები შეიცვალა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს აეკრძალათ სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაცია. კანონმდებლობა მათ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში აძლევს ამის ნებას, თუ სუნელების დაქვა უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ ხდება.
რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს ეკრძალებათ დაუფასოებელი სუნელების რეალიზაცია. ახალი დადგენილებით, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულყოფილად ეტიკეტირებული სუნელ-სანელებლის გაყიდვაა ნებადართულია. ამავდროულად, მათაც კერძო პირების მსგავსად, მხოლოდ მომხმარებლის თვალწინ დაფქული დაუფასოებელი სუნელების რეალიზაციის ნება აქვთ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ წესების დარღვევით ბაზარზე უკვე განთავსებული სუნელები ექვემდებარება ქსელიდან ამოღებას და განადგურებას.
ბიზნეოპერატორებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული რეგულაცია ამოქმედდა და ძალაშია მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















