11 სფერო, რომელზეც შრომის უსაფრთხოების კანონი გავრცელდება
საქართველო, თბილისი - 15:56 | 15.02.2018 ნანახია: 1396
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების'' კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტის წინა ვერსიის თანახმად, ეს კანონი ვრცელდებოდა ,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე”, ახალი ვერსიით კი ემატება ტერმინი - ,,მომეტებული საფრთხის შემცველი”.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშორების წარმომადგენლები აცხადებენ, ცვლილების შემდეგ დავიწროვდა კანონის გავრცელების არეალი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება.
მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექტორებს სასამართლოს გარეშე ინსპექტირება შეეძლებათ:
,,გეგმური ინსპექტირების შემთხვევა, განმეორებითი მონიტორინგი და შემთხვევები, როცა შეტყობინება არის შემოსული გარკვეული ორგანიზაციიდან - ანუ ამ სამ შემთხვევაში მოხდება ორგანიზაციაში შესვლა ნებართვის გარეშე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება თავისი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, მენეჯერების სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონმდებლობით შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები იქნას გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ინსპექტირებისთვის, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, სულ მცირე, 11 სფერო განისაზღვრება.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლის, შალვა თადუმაძის განმარტებით,შესაძლოა, 11 სფეროს, რომელთა ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, კიდევ დაემატოს სხვა სფეროებიც.
ამ დროისთვის კი 11 სფეროს ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება;
სამთო-გეოლოგიური შახტები, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სამუშაოები;
მეტალურგიული სამუშაოები, გეო-მეტალურგიული სამუშაოები;
ელექტროენერგეტიკა, ელექტროენერგეტიკული მრეწველობა, ქვესადგურები, ჰესები, მაღალი და დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები;
ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება, ნავთობის გამოხდა;
ქიმიური წარმოება, ორგანული და არაორგანული პროდუქციის წარმოება;
ლითონდამუშავება, საზეინკლო და სამჭედლო სამუშაოები;
მინის წარმოება -ხარშვა;
ტრანსპორტი:რკინიგზა, მეტროპოლიტენი, საზღვაო ნავსადგურები, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი;
მერქნის, ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობა, ავეჯის წარმოება;
საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა,ტექსტილის საწარმოები.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















