2016 წელს აჭარა ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის 5 მლნ 967 ათას 800 ლარს დახარჯავს
საქართველო, თბილისი - 16:49 | 23.09.2015 ნანახია: 2570
აჭარაში მზარდ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტიც იზრდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წელს ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშემწყობი პროექტებისათვის დეპარტამენტი 1 მლნ 326 ათას ლარს დახარჯავს.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტების საჯარო განხილვაზე აღინიშნა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აჭარის ტურისტული მარკეტინგის განსახორციელებლად ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი - 3 მლნ 777 ათასი ლარია გათვალისწინებული, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისათვის კი - 864 ათას 800 ლარი.
2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სულ 5 მლნ 967 ათას 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტი 3 მლნ 308 ათას ლარს, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მლნ 582 ათას ლარს შეადგენდა.
„1 მილიონი ლარით იზრდება სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიების ბიუჯეტიც, რაც მომავალ წელს რეკლამის უფრო მძლავრ და ინტენსიურ კომპონენტებს მოიცავს. გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი ინტენსიურად გაააგრძელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას (თურქეთი, ისრაელი, ბელორუსია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სოხეთი) სოციალური მედია-ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (240 ათასი ლარი). გაზრდილია ასევე რეგიონის ტურისტული პოტენციალის ქვეყნის შიგნით რეკლამირების ხარჯებიც. 2016 წლისთვის ამ მიმართულებით 384 000 ლარის დახარჯვა იგეგმება“,- აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში სიახლეები რამდენიმე ახალი პროექტითაა წარმოდგენილი: კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ხარისხის ნიშნის („რეკომენდებულია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ“) ტურისტული ობიექტებისთვის მინიჭება, ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების გამოვლენა/დაჯილდოება, ტურისტული გიდებისთვის შესაბამისი პროფილის სერთიფიკატის მინიჭება და წლის საუკეთესო გიდის დაჯილდოება.
აღასნიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2016 წელს კვლავ ჩაატარებს შემოდგომისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სეზონის გახსნისა და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში. გაზრდილი ბიუჯეტით განახორციელებს ეკო და სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებას, გააგრძელებს ტურიზმის დარგში მომსახურე პერსონალის უფასო გადამზადებას, ასევე „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიის გამოყენებით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების ხარისხის რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















