საქართველოს ბანკმა „Citi”-ს მეშვეობით 30 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა
საქართველო, თბილისი - 15:14 | 19.09.2015 ნანახია: 3767
საქართველოს ბანკმა, განაცხადა „Citi”-ს მეშვეობით 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ერთ წლიანი ფინანსური რესურსის მოზიდვის თაობაზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის.
საქართველოს ბანკის ინფორმაციით,ხსენებული დაფინანსება არის მეორე შემთხვევა საქართველოში ამ ტიპის ფინანსური რესურსის მოზიდვის. პირველი მსგავსი რესურსი „Citi“-ს მეშვეობით შარშან, ასევე საქართველოს ბანკმა მოიზიდა.
„საქართველოს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ბანკია ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მომხმარებელთა სოლიდური ბაზით. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შედგა თანამშრომლობა „Citi“-სა და საქართველოს ბანკს შორის, ჩვენი კლიენტების საჭიროებების შემდგომი მხარდაჭერისა და ბანკის კონკურენტული უპირატესობის გამყარების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო „Citi“-ს თანამშრომლობისთვის და მივულოცო ჩვენი ვაჭრობის ფინანსირების გუნდს ტრანზაქციის წარმატებით დასრულება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მურთაზ კიკორიამ.
„Citi-ი მოწოდებულია მიაწოდოს მის მომხმარებელს ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო საშუალებები. საქართველოს ბანკისთვის ხსენებული რესურსის მოზიდვისას, ჩვენ შევძელით მაღალპროფესიონალური, ექსპერტული პარტნიორობის განვითარება და ბანკისთვის ვაჭრობის ფინანსირების შეუდარებელი გადაწყვეტის უზრუნველყოფა,“ განაცხადა ანურაგ შოდარიმ, „Citi“-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების დისტრიბუციის გლობალურმა ხელმძღვანელმა.
„Citi”-ს შესახებ”:
„Citi”-ი ემსახურება 100 მილიონ მომხმარებელზე მეტს, 40 ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძველი ფინანსური ინსტიტუტია, 200 წელზე მეტი ხნის ისტორიით. „Citi”-ი თავაზობს ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სფექტრს, მათ შორის სამომხმარებლო, საკრედიტო, კოპრორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, ასევე საბროკერო, გადარიცხვებისა და დაგროვილი ქონების მართვის სერვისებს. „Citi”-ს მისიაა, იყოს სანდო პარტნიორი და შეთავაზოს მის მომხმარებელს ფინანსური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ზრდასა და ეკონომიკურ პროგრესს. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესი ძირითადი ნაწილია „Citi”-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების ბიზნესის, რომელიც, თავის მხრივ, „Citi”-ს ინსტიტუციონალური კლიენტების ჯგუფის მიმართულებაა. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესის უპირატესობა, მისი მსოფლიო მასშტაბით მუშაობა და ადგილობრივი პარტნიორობის არსებობაა, რისი მეშვეობითაც ის ემსახურება კორპორაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო სექტორს მსოფლიოს გარშემო. „Citi”-ს ვაჭრობის ექსპერტები აწვდიან მომწოდებლებს, მყიდველებსა და ფინანსურ ინტიტუტებს მთელს მსოფლიოში საუკეთსო შეთავაზებებს დაწყებული რისკის თავიდან აცილებითა და ფინანსირებით, დასრულებული მიწოდების ქსელისა და სამუშაო კაპიტალის გაუმჯობესების, ვაჭრობისა და ნაღდი ფულის მოძრაობის, ასევე ვაჭრობის აქტივობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების საშუალებებით.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















