ბათუმის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
საქართველო, თბილისი - 13:25 | 23.09.2015 ნანახია: 2528
ბათუმის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა მოსახლეობისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია მწვანე კონცხისა და მახინჯაურის მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია. 900კუბ/მ და 2800 კუბ/მ მოცულობის რეზერვუარი ზღვის დონიდან 57 მეტრზე მდებარეობს. პროექტი ევროკავშირის საგრანტო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ცენტრალური წყალმომარაგების მილების მონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ინდივიდუალური დაერთებები დაიწყება. სამუშაოები 2015 წლის მარტში დაიწყო და 28 თვეზეა გათვლილი. ადგილზე 15 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოებს თურქული კომპანია „ეჯითაში“ ასრულებს. პროექტის აღნიშნული მონაკვეთის ღირებულება 6 მილიონ 100 ათას ევროს შეადგენს. სამუშაოები მარტში დაიწყო და 2017 წლის II კვარტლისთვის უნდა დასრულდეს. III ფაზის სამუშაოების ღირებულება 45 მილიონი დოლარია და მოიცავს ე.წ. ჭაობის დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასაც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც წყალარინების საწნევო, ასევე თვითდენითი მაგისტრალების მშენებლობა და ინდივიდუალური დაერთებების მოწყობა. განხორციელდება წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, III ფაზის სამუშაოების ფარგლებში, სულ მალე, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ანგისის, თამარის დასახლების, ბონი-გოროდოკის, ჩაისუბნის ტერიტორიაზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე სამუშაოები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. პროექტის სამივე ფაზის ღირებულება 112 მილიონი დოლარია.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















