საქართვლოს პრეზიდენტმა კონფერენციაში „დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე“ მონაწილეობა მიიღო
საქართველო, თბილისი - 18:05 | 05.11.2015 ნანახია: 2011
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია გაიმართა თემაზე „დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე“.
გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მეთაურის როლზე თავდაცვისა და უსაფრთხოების დემოკრატიული კონტროლის უზრუნველყოფაში. ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების როლსა და მათი ფუნქციების იმ ბალანსზე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს.
„საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მართლაც უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და განმტკიცებისათვის.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ახლაგზარდა დემოკრატიებისათვის, რადგან სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია იმ სახელმწიფოებრივი სისტემის მშენებლობაში, რომელსაც ჩვენ ასე ინტენსიურად ვახორციელებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე ზედამხედველობის სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია იყოს არა მხოლოდ კონცეპტუალურად მოგვარებული, არამედ გაზიარებული და განმტკიცებული, როგორც მთელ საზოგადოებაში ისე პოლიტიკურ სპექტრში და შეიარაღებულ ძალებში.
21-ე საუკუნეში ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს - ძლიერი შეიარაღებული ძალების განვითარება და დემოკრატიული საზოგადოების კონსტიტუციური სტაბილურობის გარანტიების განმტკიცება.
ამ თვალსაზრისით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული წინ. ჩვენი შეიარაღებული ძალები არის ერთერთი ყველაზე კვალიფიციური და ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული შეიარაღებული ძალები.
ჩვენ გვყავს არმია, რომელიც ურთულეს ამოცანებს ასრულებს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს არმიის ძირითადი კონსტიტუციური ჩარჩო სამოქალაქო სტრუქტურების თანამშრომლობისა და ერთობლივი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
მოკლედ, ამ სქემის შესახებ: თავდაცვის სამინისტრო საქართველოში უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელიც არის სამოქალაქო პირი და ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, სწორედ ევროპული ტრადიციის ფარგლებში.
თავდაცვის სამინისტრო ერთი მხრივ ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პოლიტიკას და მეორე მხრივ, უშუალო კონტაქტში არის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შტოებთან და ამ თვალსაზრისით, წარმმართველია სამოქალაქო მინისტრი და სამოქალაქო სტრუქტურა.
კონსტიტუციის მიხედვით, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო ანგარიშვალდებულია და მის ზედამხედველობას ახორციელებს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა- საქართველოს პარლამენტი და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი.
კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საპარლამენტო ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფს აქვს წვდომა უმნიშვნელოვანეს საიდუმლო ინფორმაციასთან.
ბუნებრივია, ეს სისტემები ნათლად აჩვენებს რამდენად არის დაბალანსებული ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები.
ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საერთო, სახალხო ნებით დემოკრატიულად არჩეულ ფიგურას, რომელიც ერთი მხრივ, არის სახელმწიფოს მეთაური და მეორე მხრივ, წარმოადგენს უმაღლეს მთავარსარადალს შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში.
პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი თანამდებობის პირებს გენერალურ შტაბში, ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს.
უშიშროების საბჭოს კონცეფცია შეიცვალა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებასთან ერთად და გახდა ის ადგილი, სადაც ქვეყნის უშიშროებასა და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განიხილება, უმაღლეს პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ უმნიშვნელვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას საქართველოს უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- რუსული რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს, თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა - სალომე ზურაბიშვილი
- თინა ბოკუჩავა მაია სანდუს შეხვდა
- თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა
- Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი
საზოგადოება
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მსოფლიო
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
- ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ, თუ ალასკაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდება - დონალდ ტრამპი
- რუსეთი უკრაინის ექვს რეგიონში ენერგოობიექტებს თავს დაესხა
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
- Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
- „თეგეტა მოტორსი“ X TSA: დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება