ირაკლი ღარიბაშვილი: 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე

საქართველო, თბილისი - 09:35 | 23.09.2015
ნანახია: 1983

2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

დეტალურ ინფორმაციას 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე