ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მოჭიდავე ზურაბ ნოზაძე ინიშნება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 30.11.2016
ნანახია: 1586

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მოჭიდავე ზურაბ ნოზაძე ინიშნება. 

ზურაბ ნოზაძე პარტია „ქართულ ოცნებაში“ 2012 წელს გაწევრინდა. 2004 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა სამბოში, ასევე 2006 წლის ევროპის პრიზიორი და 2007-2010 წლებში საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.

ზურაბ ნოზაძის არჩევა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 5 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით მოხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე