პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 3 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 06.07.2016
ნანახია: 1292

ხვალ, 7 ივლისს, 10:30-ზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი 3 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ:

  • თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
  • შტეფენ შთორქი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • რუსუდან ტუშური - გაეროს განვითარების პროგრამა “ადამიანის უფლებები ყველასთვის” პროექტის მენეჯერი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება განხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე