„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ შესაძლოა საპარტნიორო ფონდი დააფინანსოს

საქართველო, თბილისი - 16:34 | 06.07.2016
ნანახია: 1215

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში “შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” დირექტორი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგში ორჰან აიტემიზი მიიღო.

შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ფონდის პრიორიტეტები, სტრუქტურა და მანდატი გააცნეს. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ ხელმძღვანელებმა საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან ფონდის შესაძლო დაფინანსების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდის მიმდინარე და უკვე განხორციელებულ პროექტებს. ბანკირები ფონდის პროეტებში ფინანსური მონაწილეობით დაინტერესდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე