საქართველოს საბაჟო სისტემის მაგალითზე დაყრდნობით, ასტანაში საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ცენტრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 06.07.2016
ნანახია: 1237

საქართველოს მაგალითისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, საბაჟო გაფორმების ცენტრი გაიხსნა. “ყაზახეთში ამოქმედდა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონების შექმნას საქართველოს მაგალითის შესაბამისად“  -  საპილოტე ავტომატიზირებული სისტემის „ასტანა 1“-ის პრეზენტაციაზე განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გოსმან ამრინმა.  პროგრამა „ასტანა 1“ ,საქართველოს საბაჟო სისტემაში მოქმედი საბაჟო დეკლარირების პროგრამის თითქმის ანალოგიური იქნება. 
ღონისძიების მონაწილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სახელით,   სიტყვით მიმართა და პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთი, საქართველოს მაგალითის მიხედვით, საბაჟო მიმართულებით იწყებს გამჭვირვალე, მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემით ოპერირებას. ლაშქარაძემ იმედი გამოთქვა  “რომ აღნიშნული სისტემა ყაზახეთშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საქართველოში".
ასტანის შემდეგ საბაჟო გაფრმების ცენტრები ეტაპობრივად გაიხსნება ალმა-ატაში, შიმკენტში, პავლოდარში, აქტაუსა და ყარაგანდაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე