აჭარაში ეკოტურისტული მარშრუტებისთვის გიდების გადამზადება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 13:45 | 06.07.2016
ნანახია: 1196

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს გიდების გადამზადებას აჭარის ეკოტურისტული მარშრუტების მიმართულებით. ამჯერად, სააგენტოში ტრენინგები და ინფოტურები 15-მდე უცხოენოვანი გიდისთვის მიმდინარეობს, რომლებიც მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის მიმართულებით გადამზადდებიან.  სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო ინფოტურები მაჭახელას ხეობაში, სადაც ისინი მირვეთის ველომარშრუტსა და ხეობის ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაოებებს გაეცნენ, დაათვალიერეს ხეობაში არსებული საოჯახო სახლები, ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა სერვისების მქონე ოჯახები.

გარდა ამისა, ინფოტურების ფარგლებში გიდები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილ, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც სტუმრობდნენ. მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის შესახებ გიდებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ისტორიკოსებმა და ეთნოგრაფებმა ჩაატარეს. ტრენინგების დასრულების შემდეგ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე