ტურისტულ მარშრუტებზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 04.07.2016
ნანახია: 1353

საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით გადადგმულმა  ბევრმა  მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში განაპირობა ტურისტული ნაკადების მკვეთრი ზრდა. ტურისტულ მარშრუტებზე გაჩნდა საფუძველი განვითარდეს გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

 ამ მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თელავის, ყაზბეგის, გუდაურის, ამბროლაურის და ახალციხის მიმართულებით არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

 პროექტის მიხედვით, გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით ინვესტორს 15 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა უძრავი ქონება. სააგენტო ჯამში ინტერესთა გამოხატვას 5 სხვადასხვა პროექტზე აცხადებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სააგენტოს ვებ–გვერდს: www.nasp.gov.ge  

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე