აჭარის ტურისტული პოტენციალი ПЯТНИЦА -ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 04.07.2016
ნანახია: 1355

აჭარის ტურისტული პოტენციალი რუსეთში პოპულარული ტელეარხის „ПЯТНИЦА» -ს ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა. ამჯერად, რეგიონს გადაცემა  „ЖаннаПожени“-ს გადამღები ჯგუფი სტუმრობდა. გადაცემის ფორმატის მიხედვით, ტელეწამყვანი ჟანა  ბადოევა წყვილებს მათთვის საოცნებო ქორწილის გადახდაში ეხმარება და ისინი მათთვის სასურველ ქვეყანაში მიჰყავს. საქართველო, კონკრეტულად კი აჭარა არასტანდარტული ქორწილის გადასახდელად საინტერესო ტურისტული ადგილი აღმოჩნდა გადაცემის მორიგი წყვილისთვის. ქორწილის ორგანიზებისას გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბოტანიკური ბაღი, ფოლკლორი, სასტურმო და სარესტორნო პოტენციალი. ახალგაზრდა წყვილმა თავიანთი საოცნებო ქორწილი ბათუმში გადაიხადეს. გადაცემა ტელეარხის ეთერში მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გავა და ის პოპულარიზაციას გაუწევს, აჭარას  როგორც ახალგაზრდა წყვილებისთვის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას.

ტელეარხ  „ПЯТНИЦА»-ს გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს მეორედ სტუმრობდა. პირველად, ისინი მაისში გადაცემა „Еда, я люблю тебя“ -ს გადაღებებისას იმყოფებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე