აღმაშენებლის გამზირზე საკომუნიკაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 01.07.2016
ნანახია: 1205

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მთლიანად იცვლება სასმელი წყლის, წყალარინების (საკანალიზაციო) მილები, ეწყობა ახალი სანიაღვრე, სადრენაჟე და გაზმომარაგების სისტემა.

აღნიშნული საკომუნიკაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი სრულდება, რის შემდეგაც, ასევე გამოიცვლება ელექტროენერგიის და სუსტი დენების მიწოდების ქსელები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოხდება ახალ სისტემებზე დაერთება.

დავით აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები ივლისში დასრულდება. მომდევნო ეტაპზე, კი დაიწყება ქუჩის კეთილმოწყობა, რაც გულისხმობს ახალი ტროტუარების, გზის საფარის, გარე განათების მოწყობას, გამწვანების სამუშაოებს.

ქუჩა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე