რუსეთს ყველაზე მეტი ტურისტი უკრაინიდან ყავს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 01.07.2016
ნანახია: 1239

რუსეთ-უკრაინის ომს ხელი არ შეუძლია იმისთვის, რომ  უკრაინისთვის რუსეთი ნომერ პირველ ტურისტულ ქვეყანაად დარჩენილიყო.

ტურისტულმა საიტმა turstat.com-მა (ТурСтат) რუსეთში ჩასული ტურისტების 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემები გაანალიზა.

ვებ-რესურსის ინფორმაციით, რუსეთი ყველაზე მიმზიდველი  უკრაინიდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან ჩასული ტურისტებისთვბისაა. თუმცა მიუხედავად ამისა, 2016 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ იკლო.

შედგენილი სტატისტიკის მიხედვით „ტოპ-5“ ასე გამოიყურება:

  1. უკრაინა, 1212 ათასი. (-16.8%)
  2. ყაზახეთი, 599 ათასი. (-50.2%)
  3. პოლონეთი, 365 ათასი. (-12.1%)
  4. ფინეთი, 305 ათასი. (-5.9%)
  5. აზერბაიჯანი, 159 ათასი. (-6.5%).

საგულისხმოა, რომ turstat.com-ს ინფორმაციაში ოკუპირებული აფხაზეთი (94 ათასი (+1.1%) მეშვიდე ადგილზე, ხოლო საქართველო (6 ათასი) 24-ე პოზიციაზე.

სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში რუსეთში ყველაზე მეტად მოლდოველი და ჩინელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, საუბარია მოლდოვადან ტურისტების 60 %-იან, ხოლო ჩინეთიდან 45,2 %-იან კლებაზე.

ასევე ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა 43,5 %-ით, აშშ-დან - 40.9 %-ით, სომხეთიდან - 38,8 %-ით, გერმანიიდან - 37,3 %-ით, საფრანგეთიდან - 34,5 %-ით, და კორეადან - 33,3 %-ითაა შემცირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე