კასპში კიდევ ერთი მინის საწარმო აშენდება

საქართველო, თბილისი - 17:51 | 30.06.2016
ნანახია: 1260

ქალაქ კასპში მინის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. შპს „ჯ-ის ინვესტ გლასს“ საწარმოს ასაშენებლად 150 600.00  კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 400 000 ლარად გადასცა. საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირებისთვის  არანაკლებ  1 750 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

შპს „ჯ-ის ინვესტ გლასსი“ გეგმავს სამშენებლო, საავტომობილო და თეთრი ბოთლის მინის წარმოებას. ახალი საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს კასპში მრეწველობის განვითარებას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე