ბათუმში "Dar Tower”-ის მშენებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:32 | 30.06.2016
ნანახია: 2138

 

ბათუმში, გმირთა ხეივანში შპს „დარ ბილდინგის“ სასტუმრო “Dar Tower”-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე,აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის დეტალები შპს "დარ ბილდინგის" დამფუძნებელმა ამირან დარჩიძემ გააცნო.
პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 411 ნომრიანი სასტუმრო და ასევე საცხოვრებელი აპარტამენტები, კაზინო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, „ლაუნჯი“, ბარი, ჩაის სახლი, ყავის სახლი, გასართობი ცენტრები, ბოულინგ-ცენტრი, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სპა-ცენტრი, ღია და დახურული აუზი, სარეკრიაციო ზონა, სასეირნო ბილიკები და მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა.
პროექტით არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2020 წელში შევა.
გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანში არსებული 3ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი.
გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე