ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3200 ლარი გახდა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 30.06.2016
ნანახია: 1188

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3200 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3423 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5861 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5976 ლარს შეადგენდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე