პენსიების ზრდა 1-ელი ივლისიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 30.06.2016
ნანახია: 1917

პენსიების ზრდის პროცესი  1 ივლისიდან დაიწყება და მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას,- ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, 1 ივლისიდან პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზრდებათ, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, მათ შორის - ბავშვებს. მათი პენსია, ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, გახდება 180 ლარი. სულ  ცვლილებები შეეხება 35000- მდე ადამიანს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე, 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის - პენსია გაიზრდება 20 ლარით, ანუ გახდება 180 ლარი. 

„რაც შეეხება პენსიის ზრდის თვალსაზრისით სრულ სურათს,  ოთხი წლის განმავლობაში, თუკი 2012 წლისთვის  ეს იყო 1,45 მილიარდი ლარი, წელს თანხა შეადგენს 1,570 მილიარს, ანუ გაიზარდა ნახევარ მილიარდზე მეტი ლარით, პროცენტულად ეს არის 65%-იანი ზრდა. ასევე მნიშნველოვანია პენსიონერების საერთო რაოდენობის ზრდა, როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში -  2012 წელს იყო 680 000 ასაკით პენსიონერი, წელს რეგისტრრებულია 713 000 ასაკით პენსიონერი, ანუ 33 000 -ით მეტი”,-განაცხადა მინისტრმა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, 1 სექტემბირდან მთის კანონთან დაკავშირებით კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც,  მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ   20 პროცენტით გაეზრდებათ და ჯამში პენსია  უკვე 216 ლარი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე