თბილისის მერია მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელის ეტაპობრივად გადახდის საშუალებას აძლევს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 29.06.2016
ნანახია: 1274

თბილისის მერია მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელის ეტაპობრივად გადახდის საშუალებას აძლევს. დავალიანება 12 თვეზე გაიწერება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა. ცვლილების შესაბამისად, თბილისის  მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა დაფარონ ეტაპობრივად - თორმეტი თვის განმავლობაში.  

თბილისის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში -  2.5 ლარი, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2 ლარის ოდენობით”, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე