ბათუმში “პროკრედიტ ბანკის” ინოვაციური დიზაინის თვითმომსახურების სივრცე 24/7 გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 29.06.2016
ნანახია: 1388

 

ბათუმში “პროკრედიტ ბანკის” სრულიად ახალი, ინოვაციური დიზაინის თვითმომსახურების სივრცე 24/7 გაიხსნა, სადაც ბიზნეს კლიენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ მათთვის სასურველი საბანკო მომსახურებით.

ბანკის ინფორმაციით,  უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ისინი  მნიშვნელოვნად ზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსს. სერვისის უნიკალურობას მრავალფუნქციური  აპარატები განაპირობებს, რომლებსაც მომხმარებელს დღესდღეობით მხოლოდ პროკრედიტ ბანკი სთავაზობს. ბათუმის ფილიალის კონცეფცია ინოვაციურ და თანამედროვე სივრცე 24/7-თან ერთად უნიკალური შიდა ინტერიერით გამოირჩევა. სივრცე საქმიანი გარემოს, ხელოვნებისა და ბუნების სინთეზია. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მთლიანად გამწვანებულია. თანამედროვე დანადგარები, რომლებიც კლიენტს საშუალებას აძლევს მოახდინოს თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მთლიანად არის ორიენტირებული მომხმარებლის კომფორტზე.

იმავდროულად ბათუმში, 25 ივნისს, საღამოს ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ „პროკრედიტის“ ღონისძიება „ზაფხულის Pro-რიტმი“ გაიმართა. შეკრებილი საზოგადოების წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგა, შოუ გრანდიოზული მუსიკალური ფოიერვერკით დასრულდა. მსგავსი მასშტაბის მუსიკალური ფოიერვერკი, საქართველოში პირველად სწორედ ამ დღეს გაიმართა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე