ბათუმში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერების მონტაჟზე 150 ათასი ლარი დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 14:54 | 28.06.2016
ნანახია: 1281

ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებში დისტანციური პულტით მართვადი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე 10 ეზოში განხორციელდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ბარიერების მოწყობა 15 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიმდინარეობს, ხოლო 14 მისამართზე გამოცხადებულია ტენდერი. ეზოებში პულტით მართვადი ბარიერების მონტაჟისათვის ქალაქის ბიუჯეტში მიმდინარე წელს 150 ათასი ლარია გათვალიწინებული. ბარიერების მონტაჟი ამხანაგობების მომართვის საფუძველზე ხდება.

პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება, სამუშაოების 75%-ს მერია აფინანსებს, 25% კი მოსახლეობის მიერ იფარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე