თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

საქართველო, თბილისი - 14:22 | 28.06.2016
ნანახია: 3849

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე  სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული   გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოასმზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვითვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა განტვირთვავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და  მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისი მოქალაქეებისათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე