ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 27.06.2016
ნანახია: 1288

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3436 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2941 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5850 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5377 ლარს შეადგენდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე