ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 27.06.2016
ნანახია: 1264

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. 

28 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3436 ლარი იქნება, ანუ ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 0.0495 პუნქით გაუფასურა.

25 ივნისს ოფიციალური კურსი  2.2941 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5850 ლარად იქნება შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე