კახეთში მშენებარე ბრიკეტების საწარმოში სპეციალური დანადგარები განთავსდა

საქართველო, თბილისი - 18:18 | 27.06.2016
ნანახია: 1260

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ბრიკეტების საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ტყეში არსებული შეშისა და სამასალე მერქნის ნარჩენი პროდუქტების გამოყენებით საწვავის ალტერნატიული პროდუქტის მიღება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტყის მდგრადი გამოყენების პრინციპების დამკვიდრებას.

23 ივნისს საწარმოში საწარმოო დანადგარები იქნა ჩატანილი და ნედლეულის გარკვეული რაოდენობაც დასაწყობდა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საწარმოს შენობის რემონტი და ნედლეულის პოტენციურ მომწოდებლებთან იურიდიული საკითხების მომზადება.

პროექტი ხორციელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან CENN და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე